პატრიარქი რეანიმაციაში რჩება – უცხოეთში გადაყვანა ამ ეტაპზე არ განიხილება

2824
17 მარტი 16:17
27
პატრიარქი რეანიმაციაში რჩება. ფოტო: მჟკ პატრიარქი რეანიმაციაში რჩება. ფოტო: მჟკ

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში უცხოელი ექიმის ჩამოყვანა უზრუნველყოფილი იქნება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯეველაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პატრიარქის უცხოეთში გადაყვანის საკითხი არ განიხილება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში უცხოელი ექიმების ჩართვა უზრუნველყოფილი იქნება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უწმინდესი ინტენსიური თერაპიის, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, რაც მდგომარეობის სირთულეზე მიუთითებს.

„არ ღირს ზედმეტი სიტყვების თქმა — ადამიანი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ არავინ შეიძლება იყოს მისი მდგომარეობით კმაყოფილი. ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ უწმინდესის მდგომარეობა,“ — განაცხადა მიხეილ სარჯეველაძემ.

ამ დროისთვის ექიმები პატრიარქის მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის საჭირო ღონისძიებებს ატარებენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მილოცვა ილია II-ს აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავთან დაკავშირებით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ