ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მიტროპოლიტ გერასიმეს მფარველი წმინდანის ხსენების დღეს ულოცავს

17 მარტი 10:30
90
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ეპარქია მეუფეს ჯანმრთელობას, ზეგარდამო მადლსა და მრავალჟამიერ მსახურებას უსურვებს.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოეს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს, მისი მფარველი წმინდანის — წმიდა გერასიმე იორდანელის ხსენების დღეს.

ეპარქიის მიერ გავრცელებულ მისალოც ტექსტში აღნიშნულია, რომ სასულიერო პირს შეწევნას სთხოვენ მხსნელს, ცხოვრების მომცემელ იესო ქრისტეს, წმიდა გერასიმე იორდანელის ლოცვით, რათა მიტროპოლიტ გერასიმეს მიენიჭოს ურყევი ჯანმრთელობა, დაუშრეტელი ზეგარდამო მადლი და კურთხევა მის ნაყოფიერ სამღვდელმთავრო მსახურებაში.

მილოცვის დასასრულს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მეუფეს მრავალჟამიერ სიცოცხლესა და სულიერ სიძლიერეს უსურვებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ