თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში წმინდა ნინოს შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა

2824
05 მარტი 15:27
18
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. ფოტო: ღია წყარო თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. ფოტო: ღია წყარო

ისტორიის დოქტორმა მანანა (მაკა) ჩხაიძემ ისაუბრა წმინდა ნინოს ღვაწლსა და მის ასახვაზე ქართულ იკონოგრაფიაში.

2026 წლის 5 მარტს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე – „წმინდა ნინოს ღვაწლი და მისი ასახვა ქართულ იკონოგრაფიაში“.

ლექცია წაიკითხა ისტორიის დოქტორმა მანანა (მაკა) ჩხაიძემ, რომელმაც მსმენელს დეტალურად გააცნო საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს მისიონერული მოღვაწეობა და მისი განსაკუთრებული როლი ქართველი ერის ქრისტიანული იდენტობის ჩამოყალიბებაში.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, თუ როგორ აისახა წმინდა ნინოს ღვაწლი ქართულ საეკლესიო ხელოვნებაში. ლექციის ფარგლებში განხილული იყო სხვადასხვა ეპოქის ქართული იკონოგრაფიული ნიმუშები, სადაც წარმოდგენილია წმინდა ნინოს სახე, მისი სიმბოლიკა და მხატვრული ინტერპრეტაციები.

ლექციას დაესწრნენ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და დაინტერესებული საზოგადოება. შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით წარიმართა და მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ მომხსენებლისთვის კითხვებიც დაესვათ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გელათის სასულიერო აკადემიაში სტუდენტთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ