ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში გუმბათზე მაცხოვრის მოზაიკის მონტაჟი გრძელდება
საეკლესიო სივრცეში მიმდინარეობს მასშტაბური მხატვრულ-სარესტავრაციო სამუშაოები.
,,ღვთის წყალობითა და მადლით, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში აქტიურად მიმდინარეობს გუმბათზე მაცხოვრის მოზაიკის მონტაჟის პროცესი.”_ვკითხულობთ ზუგდიდისა და ცაიშის ოფიციალურ Facebook გვერდზე.
როგორც მოგეხსენებათ მოზაიკური კომპოზიცია ტაძრის შიდა სივრცის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს დაამშვენებს და ეკლესიის მხატვრულ-არქიტექტურულ იერსახეს კიდევ უფრო გაამდიდრებს. სამუშაოებს ასრულებს ბ-ნ ამირან ბაკურაძის სახელოსნოს ახალგაზრდა გუნდი, რომელიც პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით ახორციელებს დაკისრებულ საქმეს.
მოზაიკის მონტაჟი მნიშვნელოვანი ეტაპია ტაძრის კეთილმოწყობის პროცესში და მოითხოვს როგორც ტექნიკურ სიზუსტეს, ასევე მაღალ მხატვრულ ოსტატობას. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ნაყოფისშემომწირველთა მხარდაჭერით, რომელთა წვლილი განსაკუთრებულად ფასდება.
სასულიერო პირები და სამრევლო საზოგადოება მადლიერებას გამოხატავენ ყველა შემწირველის მიმართ და სთხოვენ მორწმუნეებს, ლოცვებში მოიხსენიონ როგორც ნაყოფისშემომწირველნი, ასევე ბ-ნ ამირან ბაკურაძის სახელოსნოს ახალგაზრდა გუნდი, რათა დაწყებული საქმე ღირსეულად და წარმატებით დასრულდეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე IV–VI საუკუნეების კოლექტიური სამარხები აღმოაჩინეს.