რენეში სამრევლო სკოლაში მორიგი შეხვედრა გაიმართა
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით გამართული შეკრება სითბოთი, ლოცვითა და ერთობის სულისკვეთებით წარიმართა.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, 1 მარტს საფრანგეთის ქალაქ რენში მოქმედ სამრევლო სკოლაში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეკრება სითბოთი, გულწრფელი საუბრითა და საერთო ლოცვით იყო გამორჩეული.
უცხო ქვეყანაში, სამშობლოდან შორს, სამრევლო სკოლის არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იგი მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცე არ არის — ეს არის პატარა საქართველო, სადაც ქართული ენა, სარწმუნოება და ტრადიციები ინარჩუნებს სიცოცხლეს. ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებისთვის მსგავსი შეხვედრები სულიერი გაძლიერებისა და ერთობის მნიშვნელოვანი საფუძველია.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ სამრევლოს მოძღვარს, დეკანოზ სპირიდონ გრიგოლაშვილს, გაეზიარებინათ თავიანთი განცდები, მიეღოთ სულიერი რჩევა და დარიგება. მსგავსი შეკრებები კიდევ უფრო ამტკიცებს ემიგრანტ ქართველებს შორის ერთობისა და ურთიერთმხარდაჭერის სულისკვეთებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტ შიოს ქადაგება მართლმადიდებლობის ზეიმზე.