2014 წლის 22 თებერვალს აღმოყვანილ იქნა ღირსი მამის გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის წმიდა ნაწილები

2824
23 თებერვალი 08:23
18
წმინდანის წმინდა ნაწლიები სამთავროს მონასტერშია დაბრძანებული.ფოტო: წმინდანის წმინდა ნაწლიები სამთავროს მონასტერშია დაბრძანებული.ფოტო:

ამჟამად წმინდანის წმინდა ნაწლიები სამთავროს მონასტერშია დაბრძანებული.

2014 წლის 22 თებერვალს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, აღმოყვანილ იქნა ღირსი მამის გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის (ურგებაძე) წმიდა ნაწილები.

სიწმიდე თავდაპირველად გადააბრძანეს მცხეთის სვეტიცხოვლის წმიდა თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მრევლს მიეცა შესაძლებლობა, თაყვანი ეცა დიდი ქართველი წმინდანის უხრწნელი ნეშტისთვის. შემდგომ წმიდა ნაწილები გადაასვენეს თბილისში, ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

ამჟამად ღირსი მამის გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის წმინდა ნაწილები დაბრძანებულია მცხეთის სამთავროს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში, სადაც ყოველდღიურად მრავალი მორწმუნე მიდის სალოცავად და შეწევნის სათხოვნელად.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 20 თებერვალს წმინდა კეთილმსახურ მეფე სოლომონ II-ს მოიხსენებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ