ბიბლიურ თემებზე შექმნილი ნახატების კონკურსის გამარჯვებულები საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში დააჯილდოვეს
კონკურსის ფინალურ ეტაპზე 70-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, გამარჯვებულებს სიგელები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა კონკურსის — „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ — გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა.
2025 წლის კონკურსის ფინალურ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან 70-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა. სპეციალურმა ჟიურიმ მონაწილეები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეაფასა და საბოლოოდ 10 გამარჯვებული გამოავლინა.
ყველაზე უმცროსი გამარჯვებული გახდა თბილისის 191-ე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ სვანაძე, რომელმაც ჟიურის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.
ფინალისტებს გადაეცათ სიგელები, ხოლო გამარჯვებულები სპეციალური პრიზებითა და ფულადი ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარემ, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ კონკურსის მონაწილეები დალოცა, წარმატებები უსურვა და მათ სიგელები პირადად გადასცა.
კონკურსის მიზანი იყო ახალგაზრდებში ბიბლიური თემებისადმი ინტერესის გაღვივება და მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 20 თებერვალს წმინდა კეთილმსახურ მეფე სოლომონ II-ს მოიხსენებს.