რმე-მ ტაძრის წინამძღვარი გაათავისუფლა ტაძარში შეიარაღებული დემონსტრაციის გამართვის გამო
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჯარისკაცები კალაშნიკოვის ავტომატებით ხელში არიან.
რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა მოსკოვის ოლქის ობუხოვოს წმინდა პეტრე-პავლეს ეკლესიის მოძღვარი, დეკანოზი სერგეი რეშეტნიაკი, ეკლესიაში გადაღებული ვიდეოს გამო.
ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოჩანაწერიდან ჩანს სამი მამაკაცი სამხედრო ფორმაში, რომლებიც კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებით თავიანთი უნარების დემონსტრაციას ახდენენ, მათ შორის იარაღს საკურთხევლისკენ მიმართავენ. ეკლესიის კედელზე ეკრანი ჰკიდია წარწერით: რიგითი ტიმოფეი ეგოროვის სახელობის „პატრიოტული განათლების ცენტრი „დინამიტი“.
ბალაშიხასა და ორეხოვო-ზუევოს ეპისკოპოს ნიკოლოზის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ მოძღვარმა დაარღვია ბრძანებულება „ახალგაზრდული ღონისძიებების რელიგიური მსახურებისთვის არამიზნობრივად განკუთვნილ შენობაში ჩატარების აუცილებლობის შესახებ“. ასევე ნათქვამია, რომ აკრძალვა ბოგოროდსკის რაიონის ეკლესიების დეკანოზის ანგარიშის საფუძველზე დაწესდა.
მანამდე, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაბომბვის შედეგად დაზიანდა სუმში, იაროსლავ ბრძენის პატივსაცემად აღმართული სამლოცველო.