14 თებერვალს საფრანგეთში, წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში, პანაშვიდი ჩატარდება
ხორციელი შაბათი – მიცვალებულთა ხსენების დღე წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში.
შაბათს, 14 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხორციელი შაბათს — მიცვალებულთა ხსენების განსაკუთრებულ დღეს. ამ დღეს მორწმუნენი ლოცვითა და პანაშვიდით იხსენებენ გარდაცვლილ ახლობლებს და მათ სულთა საოხად აღავლენენ ვედრებას.
ხორციელი შაბათის აღსანიშნავად საფრანგეთში, წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში, პანაშვიდი შესრულდება გარდაცვლილთა სულის საოხად. მსახურება დაიწყება დღის 12:00 საათზე.
სასურველია, რომ მორწმუნეებმა თან იქონიონ საკურთხი და წინასწარ ჩამოწერილი მიცვალებულთა სახელების სია, რათა ისინი მოიხსენიონ პანაშვიდის დროს.
ტაძარი ყველა მსურველს მოუწოდებს, შეუერთდნენ ერთობლივ ლოცვას და ქრისტიანული სიყვარულითა და სულიერი თანაგრძნობით გაიხსენონ თავიანთი განსვენებული ახლობლები.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ქუთაისში სამი დიდი მღვდელმთავრის სახელობის ახალაგებული ტაძარი აკურთხეს.