ქუთაისში სამი დიდი მღვდელმთავრის სახელობის ახალაგებული ტაძარი აკურთხეს

2824
13 თებერვალი 08:22
25
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იონე ტაძრის კურთხევას აღასრულებს. ფოტო: ეპარქიის გვერდი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იონე ტაძრის კურთხევას აღასრულებს. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი ექვთიმე ჩივაძე დაინიშნა.

ამა წლის 12 თებერვალს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისში წმინდა მღვდელმთავართა — ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის სახელობის ახალაგებული ტაძარი საზეიმოდ აკურთხა.

საღმრთო მსახურება მრევლისა და სასულიერო პირების თანდასწრებით აღესრულა. ტაძრის კურთხევა სამი დიდი მღვდელმთავრის ხსენების დღეს დაემთხვა, რაც განსაკუთრებულ სულიერ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მოვლენას.

კურთხევის შემდეგ მიტროპოლიტმა იოანემ ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი ექვთიმე ჩივაძე დაადგინა და მას ახალი სულიერი კერის ხელმძღვანელობა ჩააბარა.

მეუფემ ქადაგებაში ისაუბრა სამი წმინდა მღვდელმთავრის ღვაწლზე, მათ სიბრძნესა და ეკლესიის წინაშე დამსახურებაზე, ასევე ხაზი გაუსვა ახალი ტაძრის მნიშვნელობას ქალაქისა და მისი მოსახლეობის სულიერი განმტკიცებისთვის.

ახალაგებული ტაძარი ქუთაისის ეკლესიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდება და მრევლს შესაძლებლობას მისცემს, ღირსეულად აღავლინოს ლოცვა და მონაწილეობა მიიღოს საეკლესიო საიდუმლოებებში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მილოცვა ფახულანის N1 საჯარო სკოლის გუნდ „კელაპტარს“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ