თბილისის სასულიერო აკადემიის წარმომადგენლები სამტრედიაში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ
სასწავლებლის ფაკულტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია 16 თებერვალს გაიმართება.
2026 წლის 16 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის ორგანიზებით, სამტრედიისა და ხონის სკოლების მოსწავლეებთან სარეკლამო-საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.
შეხვედრების მიზანია მოსწავლეებმა მიიღონ ამომწურავი და საფუძვლიანი ინფორმაცია სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მოქმედი ფაკულტეტების, კათედრებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. ასევე, მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ სტუდენტთა ყოველდღიურ ცხოვრებას, სამეცნიერო და შემოქმედებით საქმიანობას, სასწავლებლის სივრცესა და იმ შესაძლებლობებს, რასაც აკადემია მომავალი სტუდენტებისთვის ქმნის.
საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ:
* რატი სტურუა — თსას-ის პრორექტორი სამეცნიერო დარგში, თეოლოგიის დოქტორი;
* სერგო ვარდოსანიძე — საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი;
* გრიგოლ ხაჭაპურიძე — ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ისტორიის დოქტორი;
* დურმიშხან ლაშხი — ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ისტორიის დოქტორი;
* დეკანოზი შალვა კეკელია — აკადემიისა და სემინარიის სულიერი მოძღვარი.
შეხვედრები გაიმართება:
.16 თებერვალს, 12:00 საათზე — სამტრედიის მოსწავლე ახალგაზრდების სახლში;
.16 თებერვალს, 14:00 საათზე — ხონის სამუსიკო სკოლაში.
ორგანიზატორთა განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, პროფესიული არჩევანის გააზრებას და სასულიერო განათლების მნიშვნელობის სწორად აღქმას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამი დიდი მღვდელთმთავრის ხსენების დღე კეხიჯვარში აღინიშნება.