ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მილოცვა ფახულანის N1 საჯარო სკოლის გუნდ „კელაპტარს“

2824
12 თებერვალი 12:40
18
ვიქტორ გუჩუას სახელობის ფახულანის N1 საჯარო სკოლის გუნდ „კელაპტარი“. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი ვიქტორ გუჩუას სახელობის ფახულანის N1 საჯარო სკოლის გუნდ „კელაპტარი“. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი

ინტელექტუალურ კონკურსში „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ წარმატებული მონაწილეობა და მომდევნო ეტაპზე გადასვლა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ადმინისტრაცია გულითადად ულოცავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ვიქტორ გუჩუას სახელობის ფახულანის N1 საჯარო სკოლის გუნდ „კელაპტარს“ მნიშვნელოვან წარმატებას.

გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ კონკურსში „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ და ღირსეულად წარსდგა ქალაქ ფოთში გამართულ ეტაპზე. კონკურსის ფარგლებში „კელაპტარის“ წევრებმა მაღალი პასუხისმგებლობით, სიღრმისეული ცოდნითა და ერთიანობით იასპარეზეს, რის შედეგადაც ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურეს და მომდევნო ეტაპზე გადასვლის უფლება მოიპოვეს.

ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი აღნიშნულ წარმატებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ვინაიდან მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ბიბლიური სწავლების გაღრმავებას, სულიერი და ინტელექტუალური განვითარების გაძლიერებასა და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია კიდევ ერთხელ ულოცავს გუნდის წევრებს, მათ პედაგოგებსა და მხარდამჭერებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და უსურვებს შემდგომ წარმატებებსა და გამარჯვებებს მომავალ ეტაპებზე.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა განაცხადა, გამოვიდა წიგნის „საკვირაო სკოლის საუბრები“ მეორე ნაწილი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ