ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია დეკანოზ თეიმურაზ ყურავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

11 თებერვალი 15:15
114
მამა თეიმურაზ ყურავა. ფოტო: ფეისბუქ გვერდი მამა თეიმურაზ ყურავა. ფოტო: ფეისბუქ გვერდი

სამძიმრის წერილი ეპარქიის სახელით წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახურის ოჯახს გაეგზავნა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ თეიმურაზ ყურავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მრევლს.

ეპარქიის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ დეკანოზი თეიმურაზ ყურავა წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ეკლესიას, ზრუნავდა მრევლზე და ღირსეულად აღასრულებდა სამღვდელო მსახურებას.

„სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა“, — ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

სამძიმრის წერილი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც მჟკ წერდა, მართლამდიდებელი ეკლესია 11 თებერვალი წმიდა აშოტ დიდ კურაპალატს მოიხსენებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ