მართლამდიდებელი ეკლესია 11 თებერვალს წმიდა აშოტ დიდ კურაპალატს მოიხსენებს

2824
11 თებერვალი 10:28
25
აშოტ კურაპალატი. ფოტო: ღია წყარო აშოტ კურაპალატი. ფოტო: ღია წყარო

საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი პირველი ბაგრატოვანი ხელმწიფის მოწამეობრივი აღსრულება.

მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 11 თებერვალს მოიხსენებს წმიდა აშოტ დიდ კურაპალატს — ქართველ ერისმთავარს, სახელმწიფო მოღვაწესა და მოწამეს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს პოლიტიკური და სულიერი განმტკიცების საქმეში.

წმიდა აშოტი ქართლის ერისთავ ადარნასეს ძე იყო და 786 წელს ქართლის ერისმთავრად დადგინდა. იმ პერიოდში საქართველო ოთხ პოლიტიკურ ნაწილად იყო დაყოფილი: ქართლი არაბთა ამირას ექვემდებარებოდა, აღმოსავლეთს კახთა მთავარი განაგებდა, დასავლეთს — აფხაზთა მეფე, ხოლო სამხრეთ საქართველო ღვთის განგებით აშოტ კურაპალატის სამკვიდრებელი გახდა.

ერისმთავრად დადგინებისთანავე აშოტმა დაიწყო ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის. მან ისარგებლა არაბთა ძალაუფლების შესუსტებით, თბილისიდან განდევნა სარკინოზები და გარკვეული ხნით ქართლის მნიშვნელოვანი ტერიტორიებიც დაიბრუნა. თუმცა, არაბთა ძალის ხელახალი განმტკიცების შემდეგ, იგი იძულებული გახდა, ქართლს განრიდებოდა.

ღვთის განგებულებით აშოტ კურაპალატი შავშეთ-კლარჯეთში დამკვიდრდა, სადაც დანგრეული ქვეყანა აღადგინა, გააძლიერა სახელმწიფოებრივი ცხოვრება, აღაშენა სოფლები, ციხე-ქალაქები და ეკლესიები. მისი ძალისხმევით აღდგა არტანუჯის ციხე და აშენდა წმიდა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი, სადაც მოგვიანებით თავად იქნა დაკრძალული.

კლარჯეთი ამ პერიოდში იქცა სრულიად საქართველოს პოლიტიკურ და სულიერ ცენტრად. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელისა და მისი თანამოსაგრეების ღვაწლით აშენდა მონასტრები, ჩამოყალიბდა საგანმანათლებლო კერები და განმტკიცდა ქართული ეკლესია.

წმიდა აშოტი ეკლესიის მორჩილი და ღვთისმოშიში მმართველი იყო. მიუხედავად პირადი სულიერი ბრძოლებისა, მან სინანულითა და სიმდაბლით დაიმორჩილა საკუთარი გრძნობები და ეკლესიის სწავლებით იცხოვრა.

საქართველოს ერთიანობის აღდგენისათვის მზადებისას წმიდა აშოტი არაბთა ლაშქარმა მოულოდნელად შეიპყრო. მოღალატეთა ხელით იგი ტაძარში, საკურთხეველთან, მახვილით იქნა მოკლული და მოწამეობრივად აღესრულა. ისტორიკოს სუმბატ დავითის ძის ცნობით, მისი სისხლი საკურთხეველზე დაიღვარა, „ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა“.

წმიდა აშოტ დიდი კურაპალატი პირველი ბაგრატოვანი ხელმწიფე იყო, რომლის მოწამეობრივმა ღვაწლმა საფუძველი ჩაუყარა ბაგრატიონთა დინასტიის გაძლიერებასა და საქართველოს სახელმწიფოებრივ განმტკიცებას.

მისი ნათელი ხსენება ქართველ ერში უკუნისამდე დარჩება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს სამოციქულო ეკლესია დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ