მოძრაობა „დავითიანნი“ ახალ სპორტულ პროექტს იწყებს
ფრენბურთის ტურნირი IX-X კლასის მოსწავლე ბიჭებისთვის პროექტ „წიგნიერი ლიდერის“ ფარგლებში გაიმართება.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მოძრაობა „დავითიანნი“ ახალ სპორტულ პროექტს იწყებს. უახლოეს პერიოდში ორგანიზაცია ფრენბურთის ტურნირებს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას IX და X კლასის მოსწავლეები მიიღებენ.
ამ ეტაპზე შეჯიბრი ბიჭებს შორის ჩატარდება. ტურნირი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სპორტული აქტივობის ხელშეწყობას, გუნდური სულისკვეთების გაძლიერებასა და ჯანსაღი კონკურენციის წახალისებას.
ღონისძიება პროექტ „წიგნიერი ლიდერის“ ფარგლებში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მოძრაობა „დავითიანნის“ პარტნიორი სკოლები. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოზარდების ფიზიკურ განვითარებასთან ერთად ლიდერული უნარების ჩამოყალიბებასაც.
მოძრაობა „დავითიანნი“ მომავალშიც გეგმავს სპორტული და საგანმანათლებლო მიმართულებით არაერთი ინიციატივის განხორციელებას, რათა ახალგაზრდებში აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესი კიდევ უფრო პოპულარული გახდეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე დაწერა, რომ მიცვალებულთა ხსენების დღეს გორის ფერისცვალების ტაძარში ჩატარდება დიდი პანაშვიდი.