იწყება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვების ნათლობის 73-ე ეტაპი
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს საპატრიარქოში 16–20 თებერვალს იწარმოებს.
იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ მესამე და შემდგომი ახალდაბადებული ბავშვების ნათლობის სამოცდამეცამეტე ეტაპი.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით, ყოველდღიურად 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი დოკუმენტების ასლები:
- მშობლების პირადობის მოწმობები;
- მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობები;
- შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია დაკავშირება საკონტაქტო
ნომრებზე:
.593 90 08 10
.558 65 11 59
.593 46 45 71
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
დღეს 12:22