ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ გეგუთში წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი აკურთხა
ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი შიო გაგოშიძე დაინიშნა.
2026 წლის 31 იანვარს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი საზეიმოდ აკურთხა.
კურთხევის შემდეგ მეუფემ ტაძარში შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა, დალოცა ისინი და მადლობა გადაუხადა ტაძრის მშენებლობაში მონაწილე თითოეულ ადამიანს.
ამავე დღეს, მიტროპოლიტმა იოანემ ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი შიო გაგოშიძე დაადგინა, რომელიც შემდგომში წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში სამწყსოს სულიერ მოძღვრებას გაუწევს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი.
მართლმადიუდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მაღალყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი დაბადების დღეს აღნიშნავს.