კონგრესმენი უკრაინის ელჩისგან კუზმინოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს

2824
31 იანვარი 18:04
11
ანა პაულინა ლუნა. ფოტო: miamiherald.com ანა პაულინა ლუნა. ფოტო: miamiherald.com

აშშ-ის კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ უკრაინის ხელისუფლებისგან განმარტება მოითხოვა კუზმინოში ეკლესიის ჩამორთმევის მცდელობის შესახებ.

აშშ-ის კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ განაცხადა, რომ ის აშშ-ში უკრაინის ელჩისგან, ოლგა სტეფანიშინასგან, დასავლეთ უკრაინის სოფელ კუზმინოში ქრისტეს შობის ეკლესიის ჩამორთმევის მცდელობასთან დაკავშირებით განმარტებას ელის.

X ქსელში (ყოფილი Twitter) გავრცელებულ განცხადებაში ლუნამ ხაზი გაუსვა, რომ წინა გაფრთხილებების მიუხედავად, ეკლესიის ჩამორთმევა გრძელდება. მან განაცხადა, რომ ადგილობრივი ბიზნესმენი ანატოლი მიხაილიუკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიტუაციაში და მას ოლიგარქი უწოდა, რომელიც ზეწოლას ახდენს მოსახლეობაზე, რათა უკანონოდ ჩამოართვან მართლმადიდებლური ეკლესია. „ჩემი გაფრთხილებების მიუხედავად, ანატოლი მიხაილიუკი აგრძელებს კუზმინოში შობის ეკლესიის ჩამორთმევის მოთხოვნას. ის ადგილობრივი ოლიგარქია, რომელიც აიძულებს მოსახლეობას უკანონოდ ჩამოართვან სამრევლო. ველოდები, რომ ოლგა სტეფანიშინა ამ კვირაში ჩემს კოლეგებს ჩემს ოფისში განმარტებას მისცემს“, - წერს კონგრესმენი. მანამდე ანა პაულინა ლუნამ ვიდეომიმართვა მიიღო სოფელ კუზმინოში მცხოვრები მართლმადიდებლებისგან, რომლებმაც მას რელიგიურ თემზე ზეწოლის გამო დაცვის თხოვნით მიმართეს. პასუხად მან განაცხადა, რომ კუზმინოში შესაძლო ჩამორთმევის მცდელობაზე კონტროლი საკუთარ თავზე აიღო.

მართლმადიუდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ოდესაში მდებარე წმინდა მიძინების მონასტერი დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ