რუის-ურბნისის ეპარქიამ მეუფე ანტონს მფარველი წმინდანის დღე მიულოცა

2824
30 იანვარი 13:51
25
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია). ფოტო: ეპარქიის გვერდი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია). ფოტო: ეპარქიის გვერდი

ეპარქიის ოფიციალურ Facebook გვერდზე ღირსი ანტონი დიდის ხსენებისადმი მიძღვნილი მილოცვა გამოქვეყნდა.

რუის-ურბნისის ეპარქიამ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს (ბულუხია), მფარველი წმინდანის — ღირსი ანტონი დიდის ხსენების დღე მიულოცა. ეპარქიამ შესაბამისი მილოცვის წერილი ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

მილოცვაში ვკითხულობთ:
„ყოვლადუსამღვდელოეს
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს (ბულუხია) ვულოცავთ მფარველი წმინდანის დღეს-ღირსი ანტონი დიდის ხსენებას. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და კეთილმსახურებას ჩვენი ერისა და დედაეკლესიის საკეთილდღეოდ! მრავალჟამიერ მეუფეო!”

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, არქიმანდრიტი იოანე (კვარაცხელია) მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ