30 იანვარს ქვემო შუანოს მამათა მონასტერში საზეიმო მსახურება აღევლინება
საეკლესიო მსახურებას აღასრულებს ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი.
30 იანვარს, ღირსი მამის ანტონი დიდის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ქვემო შუანოს მამათა მონასტერში საზეიმო საღმრთო მსახურება აღესრულება.
ღვთისმსახურებას აღასრულებს ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი.
მსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.
მრევლსა და მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთობლივი ლოცვით მიაგონ პატივი ღირსი მამის ანტონი დიდის ნათელ ხსოვნას და ეზიარონ დღესასწაულის სულიერ მადლს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 28 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი პავლე თებაიდელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა
22 სექტემბერი 17:21