ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საპატრიარქოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
2026 წლის წლის 27 იანვარს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთობლივი პროგრამის — „ღირებულებითი განათლება“ — ფარგლებში გაიმართა ღონისძიება, რომლის დროსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადებულ სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ.
გადამზადების კურსის მიზანი იყო სასულიერო პირების პროფესიული კომპეტენციის გაძლიერება თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდების მიმართულებით, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ ღირებულებითი განათლების კლუბებში საქმიანობა და მოსწავლეებთან მიზანმიმართული მუშაობა.
სასწავლო პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს და ეფუძნებოდა არაფორმალური განათლების მიდგომებს, აქტიური სწავლების მეთოდებსა და მოსწავლეებში ეროვნული, პიროვნული და უნივერსალური ღირებულებების განვითარებაზე ორიენტირებულ პრაქტიკებს.
პროგრამა ხელს უწყობს სასულიერო პირების აქტიურ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში და ახალგაზრდებში ღირებულებებზე დაფუძნებული ცნობიერების გაძლიერებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პროექტ „წიგნიერი ლიდერი“-ის ფარგლებში ვიდეორგოლების კონკურსი გაიმართა.