თსუ-ში აკადემიკოს მზექალა შანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება
თსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, სადაც ქართული ენათმეცნიერების საკითხებზე მოხსენებები მოისმინეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს მზექალა შანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. აღნიშნული საიუბილეო პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 20 იანვარს უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა წარადგინეს მოხსენებები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: „მზექალა შანიძე – ბიოგრაფიული გზა და წვლილი ქართულ ენათმეცნიერებაში“, „ერთი ჯგუფის მარტივთემიან ზმნათა უღლების თავისებურებანი ზემო იმერულში“, „შეუსაბამო სიტყვათა შეხამებანი გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის“ მიხედვით“ და სხვა. წარმოდგენილი თემები ნათლად წარმოაჩენდა როგორც აკადემიკოს მზექალა შანიძის სამეცნიერო მემკვიდრეობას, ისე თანამედროვე სტუდენტური კვლევის მრავალფეროვნებას.
ღონისძიების მონაწილეებმა და დამსწრეებმა აკადემიკოს მზექალა შანიძეს იუბილე მიულოცეს და ყურადღება გაამახვილეს მის განსაკუთრებულ როლზე ქართული ენის კვლევისა და განვითარების საქმეში, რაც დღემდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქართველ ენათმეცნიერებზე და მომავალ თაობებზე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორში ნათლისღების დღესასწაული საზეიმო ლიტურგიითა და დიდი აიაზმის კურთხევით აღინიშნა.