ლიკანის უბანში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წყალკურთხევა აღესრულა

20 იანვარი 20:05
126
დეკანოზ ლუკა. ფოტო: ლიკანის წმინდა გაბრიელის სავანე დეკანოზ ლუკა. ფოტო: ლიკანის წმინდა გაბრიელის სავანე

ტრადიციის მიხედვით, დეკანოზ ლუკას ინიციატივით იკურთხა ლიკანის უბანი და თითოეული ოჯახი.

ნათლისღების საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, ლიკანის წმინდა გაბრიელის სახელობის ტაძრის წინამძღვრის — დეკანოზ ლუკას ინიციატივით, ლიკანის უბანში ტრადიციული წყალკურთხევის წესი აღესრულა.

სტიქაროსნებთან და მგალობლებთან ერთად, სასულიერო პირებმა აკურთხეს ლიკანის უბანი და თითოეული ოჯახი, რაც უკვე ჩამოყალიბებულ ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად განსაკუთრებული სულიერი სიხარულით აღინიშნება.

წყალკურთხევის მსახურება მორწმუნეთათვის მადლისმომნიჭებელი და გამაერთიანებელი იყო, ხოლო ნათლისღების დღესასწაული კიდევ ერთხელ გახდა ლოცვისა და სულიერი განახლების დღე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მეუფე იაკობის ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ