11 იანვარი ახალშერაცხული წმინდანის - ღირსი ნინოს (ამილახვარი) ხსენების დღეა
ამ დღესთან დაკავშირებით სამთავროს დედათა მონასტერში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა.
წმინდა სინოდის განჩინებით სამთვაროს დედათა მონასტრის იღუმენია ნინო (ამილახვარი, ), უმცროსი წმინდანთა დასში აღიყვანეს და ეწოდა ღირსი ნინო (სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენია).
ხსენების დღედ დადგინდა (29 დეკემბერი) 11 იანვარი. ამ დღესთან დაკავშირებით სამთავროს დედათა მონასტერში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა სამთავისისა და კასპის მღვდელმთავარმა დამიანემ (ხუფენია), ტაძრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ ლაზარესთან (გაგნიძე) და ამავე ტაძრის მოძღვრებთან დეკანოზ გაბრიელ კობახიძესთან, მამა მირიანთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად. სადღესასწაულო მსახურების შემდეგ, პარაკლისი გადაიხადეს ღირსი ნინოს საფლავთან. შეგვეწიოს, მისი მადლი და მეოხება.
იღუმენი ნინო ერობაში ანა ამილახვარი ქართველი სასულიერო მოღვაწე იყო.
მშობლები ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა მამიდამ, მონაზონმა ნინო ამილახვარმა ითავა, რომელიც მცხეთის სამთავროს წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო და ბუნებრივია ძმისწული მონასტრული წესით აღზარდა. 1839 წელს მამიდა გარდაიცვალა, მაგრამ ახალგაზრდა მორჩილმა მონასტერი არ მიატოვა. იგი მონაზვნებს საკუთარი ხარჯით აცხოვრებდა და წმინდა წერილსა და ხელსაქმეს ასწავლიდა.
2016 წლის 22 დეკემბერს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იღუმენია ნინო წმინდანად შერაცხა.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და არქიმანდრიტი ლაზარეს ძალისხმევით და თანადგომით, შეიქმნა ახალშერაცხული წმინდანების ხატები. ღირსი ნინო (ამილახვარი) მონასტრის განმაახლებელი და ღირსი ნინო იღუმენია (ამილახვარი). ქართულ იკონოგრაფიაში პირველად შეიქმნა წმინდა მონაზვნების ხატი. მინდა მოგილოცოთ ყველას და გისურვოთ მათი თანადგომა ქრისტესკენ მიმავალ ეკლიან გზაზე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 1798 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა საქართველოს მახვილი და ფარი ერეკლე II.