1798 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა საქართველოს მახვილი და ფარი ერეკლე II

2824
11 იანვარი 13:44
25
ერეკლე II. ფოტო: საქართველოს ისტორია ერეკლე II. ფოტო: საქართველოს ისტორია

„ქვეყნის თავდადებული მოამაგე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ბრწყინვალე სარდალი, თავისი დროის მოწინავე კაცი. მოხუცებულობის მიუხედავად, მისი დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკარგი იყო აფორიაქებული ქვეყნისთვის“, ასე ახასიათებდნენ ერეკლეს ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია.

1720 წლის 7 ნოემბერს ქ. თელავში დაიბადა ერეკლე II (ქართლ-კახეთის მეფე). XVIII საუკუნის დასაწყისში ქართლ-კახეთს ირანი თავის სახანოდ თვლიდა, დასავლეთ საქართველოში ოსმალები იყვნენ გაბატონებულნი, ავღანელებსაც ჰქონდათ საქართველოს დაპყრობის სურვილი, ბოლო არ უჩანდა ლეკების თავდასხმებს, ევროპის ქვეყნებიც ინტერესდებოდნენ ამ მხარით. 
1744-1762 წლებში კახეთის, 1762-1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ II-ის ძე. ერეკლე II აკავშირებდა ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს. დედამისი, თამარი, ვახტანგ VI-ის ასული იყო, ხოლო მამა, თეიმურაზ II- ქართლის მეფე ერეკლე I-ის ძე.
ერეკლე II-ის პიროვნება, მისი საქმეები, ფართოდ აისახა ქართულ ხალხურ შემოქმედებაში. მისი სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.


1797 წლის ივნისიდან ქართლი შავი ჭირის ეპიდემიამ მოიცვა. თბილისში ათასობით ადამიანი იღუპებოდა. სამეფო ოჯახი თელავში გადავიდა და ერეკლე ქვეყნის მართვას თელავიდან განაგრძობდა. 1798 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 5 იანვრიდან გაუნძრევლად იწვა საწოლში. 11 იანვარს, გამთენიისას, თელავის სამეფო სასახლეში, ერეკლე იმავე ოთახში გარდაიცვალა, სადაც 78 წლის წინ დაიბადა. მეფის დაკრძალვის ცერემონიალის პროექტი, რომელიც საკმაოდ ბევრ ღონისძიებას მოიცავდა, თელავის სასულიერო სემინარიის რექტორმა, დავით ალექსი–მესხიშვილმა შეიმუშავა. 1798 წლის 21 თებერვალს, სვეტიცხოვლის ტაძარში მიწას მიაბარეს კიდევ ერთი, ღირსეული წარმომადგენელი ბაგრატიონთა გვარისა. ერეკლე II-მ დიდი კვალი დატოვა ქართველი ხალხის ისტორიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან ლაშქრობაში გაატარა და ხშირად უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ხალხმა მას საალერსო სახელი "პატარა კახი" უწოდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამოციქულო ეკლესია ნიკომიდიაში დამწვარ ოცი ათას მოწამეს მოიხსენიებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ