ქრისტეს შობის დღესასწაულზე მეუფე გერასიმემ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალშობილები დალოცა

2824
08 იანვარი 17:29
27
მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდის სქრინშოტი მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდის სქრინშოტი

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა შობის დღესასწაული მიულოცა მშობლებსა და სამედიცინო პერსონალს.

2026 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის სამშობიარო განყოფილება მოინახულა.

მეუფემ ახალშობილი ბავშვები დალოცა და შობის დღესასწაული მიულოცა მათ მშობლებსა და სამედიცინო პერსონალს. შობის დღესასწაულზე, ღმრთის წყალობით, სამშობიარო განყოფილებაში ექვსი ახალშობილი მოევლინა ქვეყანას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს შობას აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ