მიტროპოლიტმა გერასიმემ წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის სავედრეველი პარაკლისი აღავლინა
მსახურების დასრულების შემდეგ, წმინდა ნექტარიოსის ხატში მისი წმინდა ნაწილი ჩაბრძანდა.
2026 წლის 5 იანვარს, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის სავედრეველი პარაკლისი აღავლინა.
საზეიმო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტმა გერასიმემ წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის ხატში მისი წმინდა ნაწილი ჩააბრძანა, რასაც ტაძარში შეკრებილი მრევლი განსაკუთრებული სულიერი მოწიწებითა და ლოცვით შეეგება.
მორწმუნეებმა წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის მეოხება ითხოვეს, რათა უფალმა დალოცოს და მრავალ შობა-ახალ წელს მშვიდობითა და სულიერი სიხარულით დაასწროს ერი და ეკლესია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდში მიტროპოლიტმა გერასიმემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა და ილია II-ის 93-ე იუბილე მიულოცა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
დღეს 12:22