სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 93 წელი შეუსრულდა
ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცეს მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ, მონოზვნებმა, მრევლის წარმომადგენლებმა.
4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 93 წელი შეუსრულდა. მართლმაიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ულოცავს უწმინდესსა და უნეტარესს ხორციელი დაბადების დღეს და ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის და ჯანმრთელობასა და დღეგრძელობა უსურვებს.
ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა.
ილია II-ის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ: მამა, გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი — სოფელ სნოდან, დედა, ნატალია იოსების ასული კობაიძე კი — სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.
პატრიარქის მშობლები - გიორგი შიოლაშვილი და ნატალია კობაიძე.
ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; ილია II-მ დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1960 წელს.
სტუდენტობის წლები. 1952 -1960 წ.
1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მილოცვა ილია II-ს აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავთან დაკავშირებით.