ილია II-ის აღსაყდრებიდან 48-ე და დაბადებიდან 93-ე წლისთავს მიეძღვნა კონფერენცია

23 დეკემბერი 2025 17:01
153
მეუფე შიო (მუჯირი) კონფერენციაზე. ფოტო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მეუფე შიო (მუჯირი) კონფერენციაზე. ფოტო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

კონფერენცია გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებითა და წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო კონფერენციაში „ოკუპირებული აფხაზეთი – კულტურული მემკვიდრეობა, წარსული და თანამედროვეობა”, რომელიც ეძღვნებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 48-ე და დაბადებიდან 93-ე წლისთავს.

ღონისძიებაზე გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,ეს თარიღი განსაკუთრებულია არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. პატრიარქის მრავალწლიანი მსახურება განუყოფლად უკავშირდება ეროვნული თვითმყოფადობის, სულიერი ფასეულობებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას — იმ ღირებულებებს, რომელთა მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინო და ფასდაუდებელია, როდესაც ვსაუბრობთ ოკუპირებულ აფხაზეთზე” - განაცხადა მინისტრმა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა.

კონფერენცია გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებითა და წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ისტორიულ-კულტურული პროცესების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, იდენტობის, ენობრივი და საინფორმაციო პოლიტიკის, ასევე დიასპორებისა და რეპატრიაციის საკითხების აკადემიური და ინტერდისციპლინური განხილვა.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ სამეცნიერო სესიებში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა, ისტორიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის მეცნიერებმა, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა. მოხსენებები შეეხებოდა აფხაზეთის ისტორიის ფალსიფიკაციის პრობლემატიკას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას ოკუპაციის პირობებში, გალისა და სამურზაყანოს ენობრივ-იდენტობის საკითხებს, ასევე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თავისებურებებს დიასპორებში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქვეყნდება ილია მეორეს სამძიმრის წერილი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ