საქართველოს საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

3 იანვარი 14:28
174
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი

,,დიდია ჩვენი გულისტკივილი ბატონი ამირანის გარდაცვალების გამო.''- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

საქართველოს საპატრიაქროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში ვკითხულობთ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ამირან გოგლიძის მეუღლეს, ქალბატონ მარინა თევზაძეს,

შვილებს, - ბატონ ლევან და ანტონ გოგლიძეებს, მათი ოჯახის სხვა წევრებსა და ახლობლებს

დიდია ჩვენი გულისტკივილი ბატონი ამირანის გარდაცვალების გამო.

მან ხატმწერთა მთელი პლეადა დატოვა და დატოვა თავისი სტილიც, - სულიერებით, სითბოთი და სინათლით სავსე შემოქმედება.

ვიდრე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მოხატვას დაიწყებდა, ჯერ საპატრიარქოში კედლის მოხატვა ვთხოვე; ეს შეთავაზება მან იმდენად კარგად შეასრულა, რომ გულდამშვიდებულმა მივანდე ის დიდი საქმეც. შედეგი ყველას წინაშეა; ყველას წინაშეა მის მიერ მოხატული არაერთი ეკლესია, მისი დაწერილი არაერთი ხატი და ყველგან იგრძნობა, როგორი სიყვარულით სავსე სულის იყო მათი შემქმნელი.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ბატონი ამირანის უკვდავი სული და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს მას; ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა.

ეკლესიის მხრიდან კი ბატონი ამირანის სახელი ყოველთვის მოხსენიებული იქნება წირვა-ლოცვაში.

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

03.01.2026 წ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუმინეთის პატრიარქი მწუხარებას გამოთქვამს შვეიცარიაში მომხდარი ხანძრის გამო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ