ზუგდიდში „სიკეთის დღე“ გაიმართა და 20 ოჯახს დახმარება გადაეცა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის საკვირაო სკოლის ახალგაზრდების ორგანიზებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საჩუქრები გადასცეს.
ზუგდიდში კიდევ ერთი „სიკეთის დღე“ შეიქმნა. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის საკვირაო სკოლის ახალგაზრდების ორგანიზებით, საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებში 20 ოჯახს გადაეცა საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ტექნიკა.
კეთილ საქმეში გულით ჩაერთო მრავალი ადამიანი, ასევე რამდენიმე ორგანიზაცია და სკოლა. მათი თანადგომა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით სიკეთე მრავალჯერ იზრდება.
საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში სიხარული მიენიჭათ ბავშვებს, მარტოხელა მოხუცებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია როგორც საჭიროების მქონე ადამიანების დასახმარებლად, ისე საზოგადოებაში ურთიერთთანადგომისა და სიყვარულის გასაძლიერებლად.
ღონისძიების ორგანიზატორები მადლობას უხდიან ყველას, ვინც ამ დღის ნაწილი გახდა და ამ ადამიანების გულებში იმედი და სითბო გააღვიძა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღესრულება.