31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღესრულება
ლიტურგიას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი და ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპისკოპოსი საბა აღასრულებენ.
მიმდინარე 2025 წლის 31 დეკემბერს, ოთხშაბათს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის მართალი ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღესრულება.
ღმრთისმსახურებას აღასრულებენ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი და ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპისკოპოსი საბა. ლიტურგიაში მონაწილეობას მიიღებენ ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოება და მოწვეული სასულიერო პირები.
საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ შესრულდება საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
ღონისძიების განრიგი:
ცისკრის მსახურება — 09:00 საათზე;
საღმრთო ლიტურგია — 10:30 საათზე;
პანაშვიდი — 13:00 საათზე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ლაშა კუციას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.