,,წმინდა ოთხთავის'' წარდგენა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის იუბილესადმი

27 დეკემბერი 2025 20:44
72
არქიმანდრიტი ღვთისავარ გობეჯიშვილი.ფოტო: facebook.com/profile. არქიმანდრიტი ღვთისავარ გობეჯიშვილი.ფოტო: facebook.com/profile.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართა „წმინდა ოთხთავის (მოქვის სახარების მინიატურებით)“ საზეიმო წარდგენა. ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრების 48-ე და დაბადების 93-ე წლისთავს.

პროექტი განხორციელდა ფონდის „კანანელი“ ხელმძღვანელის, არქიმანდრიტ ღვთისავარ გობეჯიშვილის მიერ, აფხაზეთის მთავრობის, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ პროექტში ჩადებულია უდიდესი შრომა და იგი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საღვთო და ეროვნულ საქმეს. ხაზი გაესვა ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთიან ძალისხმევას, რომელიც ქვეყნის სულიერ გაძლიერებას, გაბრწყინებასა და გაერთიანებას ემსახურება. აღნიშნული პროცესში სამინისტროს ჩართულობა პასუხისმგებლობისა და ეროვნული ვალდებულების გამოხატულებად შეფასდა.

გამოსვლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მრავალწლიან ღვაწლს საქართველოს სულიერი წინამძღოლობის საქმეში — საბჭოთა რეჟიმის მძიმე პერიოდიდან დღემდე, ასევე ქართველთა ხელახალი გაქრისტიანების პროცესს, რომელიც მისი ლოცვა-კურთხევით განხორციელდა.

ღონისძიების ფარგლებში აღინიშნა ისტორიული მნიშვნელობის ფაქტებიც, მათ შორის იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში, ქართული წირვის აღდგენა და იორდანიის სანაპიროზე, 800 წლის შემდეგ, ქართული კულტურულ-რელიგიური და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დაწყება უწმინდესის ლოცვა-კურთხევით.

დასასრულს გამოითქვა რწმენა, რომ საქართველოს სულიერი და ზნეობრივი განმტკიცება ქვეყნის გაერთიანების გზაზე გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქართველო ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წალენჯიხაში მაცხოვრის მოზაიკური ნიში აღიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ