წალენჯიხაში მაცხოვრის მოზაიკური ნიში აღიმართა
ნიში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით შეიქმნა.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ქალაქ წალენჯიხაში მაცხოვრის მოზაიკური ნიში აღიმართა. ნიშის შექმნა და მონტაჟი ბატონ ამირან ბაკურაძის სახელოსნოს ახალგაზრდა შემოქმედებითი გუნდის მიერ განხორციელდა.
მოზაიკური ნიში ქრისტიანული ხელოვნების ტრადიციებზე დაყრდნობით არის შესრულებული და ქალაქის ურბანულ სივრცეს სულიერ-ესთეტიკურ მნიშვნელობას სძენს. პროექტი მიზნად ისახავს ქრისტიანული ფასეულობების წარმოჩენას და კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე ფორმით გაცოცხლებას.
ნიშის გახსნა ადგილობრივი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეკლესიისა და ხელოვანთა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას საზოგადოებრივ სივრცეში სულიერი სიმბოლოების დამკვიდრების საქმეში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 26 დეკემბერს ეკლესია მოიხსენებს წმიდა მოწამეთა ევსტრატის, ავქსენტის, ევგენის, მარდარის და ორესტის.