ირანში საშობაო ლოცვის გამო ხუთ ქრისტიანს 50 წელზე მეტი პატიმრობა მიესაჯა
განაჩენი რელიგიური შეკრების, ქადაგების, ნათლობისა და ქრისტიანული ლიტერატურის გავრცელების ბრალდებებით გამოიტანეს.
ირანში სასამართლომ საშობაო ლოცვისა და ქრისტიანული საქმიანობის გამო ხუთ ქრისტიანს საერთო ჯამში 50 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი გამოიტანეს რელიგიურ შეკრებებში მონაწილეობის, ქადაგების, ნათლობის ჩატარებისა და ქრისტიანული ლიტერატურის გავრცელების ბრალდებებით.
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Article18 აღნიშნულ ფაქტს აფასებს, როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქრისტიანების მიმართ რეპრესიის კიდევ ერთ გამოვლინებას. გასამართლებულთა შორის არის სომხური წარმოშობის სასულიერო პირი ჯოზეფ შაჰბაზიანი, ასევე ქრისტიანობაზე ახლადმოქცეული ნასერ ნავარდ გოლ-ტაპეჰი, რომელიც უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში ქრისტიანულ შეკრებაში მონაწილეობის გამო. ამავე საქმეზე გაასამართლეს კიდევ სამი ქალი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოთხ ქრისტიანს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მათგან ორს დამატებით 5-5 წელი დაემატათ „შეთქმულების“ ბრალდებით.
პატიმრობის გარდა, დაკავებულებს პირადი ნივთები ჩამოართვეს. უფლებადამცველების შეფასებით, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ირანში ქრისტიანებისთვის აღმსარებლობის თავისუფლება ფაქტობრივად არ არსებობს.
მარტლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, აშშ-ში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დევნის წინააღმდეგ გამოდიან.