უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ პოეტი ტარიელ ხარხელაური მიიღო
კათოლიკოს-პატრიარქმა გამოჩენილ პოეტს 80 წლის იუბილე მიულოცა და საპატრიარქო სიგელი გადასცა.
2025 წლის 15 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქოში გამოჩენილი ქართველი პოეტი, ბატონი ტარიელ ხარხელაური მიიღო.
მისმა უწმინდესობამ ბატონ ტარიელს დაბადებიდან 80 წლის იუბილე მიულოცა, დალოცა იგი და მისი ოჯახი და დღეგრძელობა უსურვა. შეხვედრისას აღინიშნა პოეტის მნიშვნელოვანი შემოქმედებითი გზა და მისი განსაკუთრებული წვლილი ქართული კულტურისა და ლიტერატურის განვითარებაში.
ქართული კულტურის წინაშე შეტანილი გამორჩეული ღვაწლისთვის ბატონ ტარიელ ხარხელაურს საქართველოს საპატრიარქოს სიგელი გადაეცა.
მართლმადოიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ბარბარობის დღესასწაულზე წირვა აღესრულა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
გუშინ 12:22