„MAMULI“-მ მონტეკატინის მსოფლიო ცეკვის კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა
იტალიაში ჩატარებულ პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე ემპოლის ქართული ანსამბლი „MAMULI“ ფოლკლორის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ მონტეკატინში გამართულ მსოფლიო ცეკვის კონკურსზე, ემპოლის წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართულ სამრევლოსთან არსებულმა ანსამბლმა „MAMULI“ ფოლკლორის ნომინაციაში პირველი ადგილი მოიპოვა.
გამარჯვება მაღალი შეფასებაა ანსამბლის მრავალწლიანი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის.
მიგულებთ ანსამბლის ქორეოგრაფებს — რიტა სიმსივეს და ბესო ბაშალეიშვილს ამ წარმატებას, ასევე თითოეულ მონაწილე ბავშვს, რომლებმაც მაღალი პასუხისმგებლობით, სამსახურისადმი ერთგულებითა და სიყვარულით წარმოაჩინეს ქართული კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე.
ქართული ფოლკლორისა და ცეკვის პოპულარიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება საზღვარგარეთ ქართველობის კულტურულ საქმიანობაში აღნიშვნის ღირსად ითვლება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „ახალი ბანას გუნდი“ ჩეხეთში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე გამოვა.