N5 დაწესებულებაში არასრულწლოვანებმა შემოქმედებითი საღამო გამართეს
საპატრიარქოსა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები ახალგაზრდა მონაწილეებს შეხვდნენ და საჩუქრები გადასცეს.
2025 წლის 24 ნოემბერს, თბილისის N5 დაწესებულებაში გაიმართა არასრულწლოვანი მსჯავრდადებულების მიერ მომზადებული შემოქმედებითი საღამო, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საღამოს ფარგლებში მონაწილეებმა სტუმრებს სხვადასხვა ნომერი წარუდგინეს — მუსიკალური, საცეკვაო და თეატრალიზებული კომპოზიციები, რომლებიც მათი ინტერესებისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.
ღონისძიების დასრულების შემდეგ საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მსჯავრდადებულებს საჩუქრად საეკლესიო ნივთები და ტკბილეული გადასცეს, რითაც მათი გულშემატკივრობა და მხარდაჭერა გამოხატეს.
ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდების სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას და მათთვის შემოქმედებით აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობის გაზრდას.
მჟკ ადრე წერდა, ჭაშლეთის ჯვრთამაღლების ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღესრულა.