ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში საგანმანათლებლო პროექტის III სესია 23 ნოემბერს გაიმართება
სემინარი „ეკლესია პირველ ათასწლეულში“ იღუმენ ლეონიდე ებრალიძის ლექციით გაგრძელდება.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროექტის, მეორე კურსი: „ეკლესია პირველ ათასწლეულში“
III სესია 23 ნოემბერს, კვირას, საქართველოს დროით 20:00 საათზე გაიმართება.
სესიის სტუმარი-მომხსენებელი იქნება იღუმენი ლეონიდე ებრალიძე, რომელიც განმარტავს თემას: *„ადრეული ეკლესიის ორგანიზება და ღვთისმსახურება“*.
ორგანიზატორების ცნობით, მსურველებს კვლავ შეუძლიათ კურსზე რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:
🔗 [https://forms.gle/jgaBBLx8SgbwYafZA](https://forms.gle/jgaBBLx8SgbwYafZA)
(რეკომენდებული ბრაუზერები: Google Chrome, Opera, Safari და სხვა.)
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია დაკავშირება ელექტრონული ფოსტით:
📧 [[email protected]](mailto:[email protected])
სალექციო სესიების სრული გეგმა და მომხსენებელთა ჩამონათვალი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:
ℹ️ სესიების გეგმა: [https://drive.google.com/file/d/1u-dagET0Tyfwpc4otD3fpfY-Bzi7eJVC/view?usp=sharing](https://drive.google.com/file/d/1u-dagET0Tyfwpc4otD3fpfY-Bzi7eJVC/view?usp=sharing)
ℹ️ მომხსენებლები: [https://drive.google.com/file/d/1VSJzP5IBy2LVMF_kp3YPeNe6WLCsfHM0/view?usp=sharing](https://drive.google.com/file/d/1VSJzP5IBy2LVMF_kp3YPeNe6WLCsfHM0/view?usp=sharing)
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პროფესორმა გრიგოლ ლარენძაკისმა ეკლესიების ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.