საგურამოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188-ე წელი აღინიშნა

2824
10 ნოემბერი 2025 20:58
16
საგურამოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188-ე წელი აღინიშნა

მუზეუმის ეზოში გაიხსნა აკაკი წერეთლისა და გალაკტიონ ტაბიძის ბიუსტები და გაიმართა პრემია „საგურამოსა“ და ილიას მედლის ლაურეატთა დაჯილდოება.

საგურამოში ილია ჭავჭავაძის  სახელმწიფო მუზეუმში მწერლის დაბადებიდან 188-ე წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მერის მოადგილე გიორგი მძევაშვილი და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე.

საიუბილეო დღის ფარგლებში, მუზეუმის მიმდებარედ არსებულ „ილიას ხეივანში“ საზეიმოდ გაიხსნა დიდი ქართველი მწერლების — აკაკი წერეთლისა და გალაკტიონ ტაბიძის ბიუსტები.

ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა პრემია „საგურამოსა“ და ილიას მედლის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც აღინიშნა ილიას ღვაწლი ქართული კულტურის, განათლებისა და სახელმწიფო აზროვნების ჩამოყალიბებაში.

საღამოს ესწრებოდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები და მოწვეული სტუმრები.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ