მართლმადიდებელი ეკლესია 22 სექტემბერს წმიდა იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს
წმიდა ეკლესია მათ, როგორც ღვთისმშობლის ხორციელ მშობლებს, „მშობლები ღმრთისა“ უწოდებს.
წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ხოლო ანა ლევიტელთა ტომიდან წარმოიშვა. იოაკიმე ჩვეულებრივ თავის შრომის ნაყოფს სამად ჰყოფდა: ერთი ნაწილი ღმერთს სწირავდა, მეორე გლახაკებს უნაწილებდა, მესამედს კი საკუთარ სახლეულობას ინახავდა.
წმიდა იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ – „წმიდაჲ იყო წყაროჲ იგი, არამედ ვერ დამომდინებელ მდინარისა“. ძველ აღთქმაში უნაყოფობა ღვთის კურთხევის სასჯელად ითვლებოდა. იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ მეუღლე გაეშვა, მაგრამ სულიერად სჯულზე მაღლა იდგა.
ღმერთმა მათ მოწყალება მოუვლინა: „ყოვლად ბრძნისა ანნაჲს ფრიადი იგი მწუხარებითა განლეულებაჲ და მეუღლისა მისისა იოვაკიმის უშვილოებისათჳს გლოვაჲ… მისცა ბერწსა ნაყოფი წინასწარ ხარებული… ქალწული, ხოლო იოვაკიმს - მორჩი სასოებითა ზესთა აღმატებული… შვილიერებითა ქუეყანაჲ იგი განჴმელი უშვილოებისა გუალვითა“ (წმ. ანდრია კრეტელი). სწორედ მათი ნაყოფით დაიბადა „პალატი ცათა მეუფისა“ – ყოვლადწმიდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი.
ბედნიერი მშობლები სამი წელი ზრდიდნენ ასულს, შემდეგ კი, დადებული აღთქმის მიხედვით, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და უფალს შესწირეს. წმიდა იოაკიმემ ამის შემდეგ სულ რამდენიმე წელი იცოცხლა და ოთხმოც წლის ასაკში მშვიდობით მიიცვალა. მეუღლის მიცვალების შემდეგ ანა იერუსალიმში გადავიდა და ტაძართან, თავის ასულთან სიახლოვეს ცხოვრობდა. ორ წელიწადში, 79 წლის ასაკში, ისიც მიიცვალა.
წმიდა ეკლესია მათ, როგორც ღვთისმშობლის ხორციელ მშობლებს, „მშობლები ღმრთისა“ უწოდებს.
წმიდა იოაკიმე და ანა ქრისტიანობაში წრფელი სულიერი ცხოვრებით გამოირჩეოდნენ. მათი მაგალითი სასულიერო მსახურებისთვის და ოჯახური ერთგულებისთვის დღემდე ინსპირაციის წყაროა. ღვთისმშობლის მშობლები საეკლესიო ცხოვრებაში განსაკუთრებით პატივს სცემენ, რადგან სწორედ მათი სიწმინდე მოიწია სამყაროს ყოვლადწმიდა ქალწულის დაბადება.
მჟკ ადრე წერდა, 19 სექტემბერი მთავარანგელოზი მიქაელის ხსენების დღეა.