გიორგი ბერიშვილი მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება
თბილისის მერის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ხმაურიან დაპირისპირებას, ქართული დიასპორა უკრაინაში ,,ქართული ქრისტიანული სამყაროს" პრეზიდენტი გამოეხმაურა.
საორთაშორისო ორგანიზაცია ,,ქართული დიასპორა უკრაინაში - ქართული ქრისტიანული სამყარო"-ს პრეზიდენტმა გიორგი ბერიშვილმამჟკ-სთან ინტერვიუში 8 სექტემბერს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქციის მონაწილეთა შეტაკებაზე კომენტარი გააკეთა.
,,ქრისტეს მიერო საყვარელო ძმანო და დანო,მოგმართავთ სიყვარულითა და პატივისცემით. ნუ მივცემთ ბოროტს ძალას, რომ იბატონოს ჩვენს გულსა და ცხოვრებაზე. ჩვენ ვიმყოფებით წუთისოფელში, რომელიც მხოლოდ მოსამზადებელია ჩვენი მარადიული ცხოვრებისა და ზეციური სასუფევლისთვის.
გვახსოვდეს, რომ თითოეული ნაბიჯი, თითოეული სიტყვა და საქმე განსაზღვრავს ჩვენს სულიერ გზას. ამიტომ გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიყოთ ერთმანეთის მიმართ შემწყნარებელნი და გულთბილნი, რადგან სიყვარული არის ჭეშმარიტი ნიშანი ქრისტიანობისა და გზა ხსნისკენ.გავაძლიეროთ რწმენა, დავიცვათ სიწმინდე და არასოდეს დავკარგოთ იმედი უფლის წყალობისა.“
2025 წლის 8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე, თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ახლოს, საპროტესტო აქციები დაიწყო. იმ დღეს, ხელისუფლების მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხმაურიანი დაპირისპირება იყო. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ხოლო ჩხუბის სამი მონაწილე პოლიციამ დააკავა.აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ,გაენთავისუფლებინათ პოლიტიკური პატიმრები და სკანდირებდნენ: ,,მონებო!",,რუსებო"!