მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იწყებს აქტიურ მოღვაწეობას საქართველოში

2824
04 სექტემბერი 2025 14:20
2477
საქართველო გახდა მეათე ქვეყანა, სადაც  გაიხსნა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი. ფოტო: mzk.ge საქართველო გახდა მეათე ქვეყანა, სადაც გაიხსნა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი. ფოტო: mzk.ge

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის მიზანია მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცება, ქრისტიანული ღირებულებების დაცვა და მათი ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაცია.

საქართველოში გაიხსნა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი  – ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უკვე 10 ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.მისი მთავარი მიზანია მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცება, ქრისტიანული ღირებულებების დაცვა და მათი ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაცია.

ჩვენთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას. სწორედ აქ, სადაც საუკუნეების განმავლობაში რწმენა და ეკლესია ეროვნული თვითმყოფადობის ფუნდამენტს წარმოადგენდა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ საჭიროებას, რომ გავაძლიეროთ მართლმადიდებლური ხმა და საზოგადოებას მივაწოდოთ სანდო, სიღრმისეული და სამართლიანი ინფორმაცია.

მიზანი ჩვენთვის ერთია, რომ საქართველოში მართლმადიდებლური რელიგია გახდეს უფრო მეტად ძლიერი, ხალხში გავამყაროთ რწმენა, დავიცვათ ეკლესიის ინტერესები და საზოგადოებას მივცეთ შესაძლებლობა უკეთ გაეცნოს წმინდა მართლმადიდებლური სარწმუნოების სიღრმესა და მნიშვნელობას. მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი საქართველოში იწყებს აქტიურ მოღვაწეობას რწმენის, სიმართლისა და სულიერი ღირებულებების სამსახურში.

2024 წლის 21 ნოემბერს, მჟკ-მა ევროპაში ახალი იურიდიული პირი დაარეგისტრირა და ასევე ფილიალები გახსნა: წმინდა ათონის მთაზე, ბულგარეთში, გერმანში , საბერძნეთში, სერბეთში, აშშ-ში, ალბანეთში, უკრაინაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში და სლოვაკეთში.მომავალში სხვადასხვა ქვეყნებში ფილიალების გახნა იგეგმება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ