ანგლიკანური ლგბტ ეპისკოპოსი: ეკუმენიზმი ჩვენი ცხოვრების წესის ნაწილია
ბრაზილიელი ლესბოსელი ეპისკოპოსი აცხადებს, რომ ცრურწმენები ხელს უშლის რელიგიათაშორის ურთიერთობებს.
ბრაზილიის ანგლიკანური ეკლესიის ლგბტ ეპისკოპოსმა მაგდა გუედესმა განაცხადა, რომ „ცრურწმენებისა და უნდობლობის“ დაძლევა რელიგიათაშორისი ურთიერთობების დამყარების მთავარი პირობაა. მან ამის შესახებ სექტემბრის ვებინარებამდე ისაუბრა თემაზე „ლამბეტის მოწოდება რელიგიათაშორისი დიალოგისთვის“, წერს anglicannews.
„ეკუმენიზმი ჩვენი ეთოსის, ჩვენი, როგორც ანგლიკანების ცხოვრების წესის ნაწილია“, - თქვა ლგბტ ეპისკოპოსმა, რომელიც ასევე ეკუმენიზმისა და რელიგიათაშორისი ურთიერთობების კომისიის წევრია. მან ქრისტიანებს მოუწოდა, პატივი სცენ რელიგიურ და კულტურულ მრავალფეროვნებას სხვა სარწმუნოებისა და შეხედულებების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას. მისი აზრით, ეკუმენიზმის უდიდეს დაბრკოლებებს შორისაა „ცრურწმენები და უნდობლობა“, რომელთა დაძლევა, გუედესის თქმით, „ერთობლივი მოქმედების“ გზას უხსნის.
„სხვა რელიგიებთან ურთიერთქმედება ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ხალხების, კულტურების, ენებისა და რელიგიების მრავალფეროვნება ჩვენი სამყაროს მრავალფეროვნებას წარმოადგენს და რწმენის სხვა განზომილებებთან პატივისცემით დიალოგში შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენთვის შესაძლებელია და სასურველია ერთად მუშაობა“, - მიიჩნევს ის.
როგორც მჟკ-მა დაწერა, 2025 წლის 30 ივლისს მონმუთის ეპისკოპოსი ჩერი ვანი უელსის ახალ მთავარეპისკოპოსად აირჩიეს, რითაც ის გახდა პირველი ქალი და ღიად ლესბოსელი, რომელიც ანგლიკანურ ეპარქიას ხელმძღვანელობს გაერთიანებულ სამეფოში.