ტრანსგენდერი ადამიანების ჯგუფმა მოსკოვის სრეტენსკის მონასტერში პროვოკაცია მოაწყო
მონასტრის დაცვის უფროსის, ივანეს თქმით, მცველებს ინციდენტში ჩარევა არ შეეძლოთ, რადგან ტაძრის ტერიტორია ყველასთვის ღიაა.
gazeta.ru.-ს ცნობით, მოსკოვის სრეტენსკის მონასტრის ტერიტორიაზე სამმა ახალგაზრდამ, რომელთაგან ორი ქალის ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, მორწმუნეებს და მღვდელს შეურაცხყოფა მიაყენა.
ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ სეირნობს ერთ-ერთი ახალგაზრდა, მინის კაბასა და წინდებში გამოწყობილი, მონასტრის ეზოში ორ თანმხლებ პირთან ერთად და მღვდელთან დიალოგს აწარმოებს.
ვიდეოში მონაწილეთა სახეები ძირითადად დაფარულია. სხვა ვიდეოში ისმის, თუ როგორ უწოდებს ერთ-ერთი პროვოკატორი მღვდელს „სატანური მოძრაობის“ წევრს (თავად მონაწილეები ლგბტ მოძრაობის წარმომადგენლები არიან).
მონასტრის დაცვის უფროსის, ივანეს თქმით, მცველებს ინციდენტში ჩარევა არ შეეძლოთ, რადგან ტაძრის ტერიტორია ყველასთვის ღიაა.
მისი თქმით, სტუმრები პროვოკაციულად იქცეოდნენ, იღებდნენ მოვლენებს, დასცინოდნენ მრევლს და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ მღვდლის შესახებ.
„ისინი აქ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რის დროსაც ვიდეოებს იწერდნენ. ჩვენ მაშინვე ვერ მივხვდით, რომ ისინი ტრანსგენდერი ადამიანები იყვნენ - აქ ყველას არ შეუძლია მაშინვე განსაზღვროს, გოგოა, ბიჭი თუ სხვა რამ“, - თქვა დაცვის უფროსმა.
ვიდეოების ინტერნეტში გავრცელების შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ ინციდენტით. მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეფესბე-ს წარმომადგენლებმა გამოძიება დაიწყეს. ერთ-ერთი ვერსიით, მონაწილეთა ქმედებები შესაძლოა კლასიფიცირებული იყოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მუხლით, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
მონასტერი არ გამორიცხავს, რომ ინციდენტის შემდეგ, ტერიტორიაზე ვიზიტის წესები შეიძლება გადაიხედოს.
ადრე, მჟკ-მა დაწერა, რომ აშშ-დან ტრანსგენდერი პირი დასავლეთის ქვეყნებისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მედიაპროექტის სახე გახდა.