სირიაში ისლამისტებმა მოკლეს ქრისტიანი პასტორი და მისი ოჯახის 20 წევრი
პასტორი მეჟერი, რომელიც სუვეიდას პროვინციის დრუზული თემიდან იყო, მრავალი წლის წინ ქრისტიანობა მიიღო თავის ოჯახთან ერთად.
2025 წლის 19 ივლისს, სუვეიდას ,,კეთილი მწყემსის ევანგელისტური ეკლესიის'' პასტორი, ხალიდ მეჟერი, მთელ ოჯახთან - და-ძმებთან, მათ შვილებთან და მშობლებთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა.
ერთი ოჯახიდან დაახლოებით ოცი ადამიანი საშინელი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლი გახდა.
პასტორი მეჟერი, რომელიც სუვეიდას პროვინციის დრუზების თემიდან იყო, მრავალი წლის წინ ოჯახთან ერთად ქრისტიანობა მიიღო.
ბოსრას, ჰაურანის, დრუზების მთისა და გოლანის მელქიტების კათოლიკურმა არქიეპარქიამ, რომლის სათაო ოფისიც სირიის ქალაქ ჰაბაბში მდებარეობს, გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაგმო სუვეიდაში მიმდინარე ომი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის „როგორც ახალგაზრდების, ასევე ხანდაზმულების სიცოცხლეს იწირავს“. ეპარქიამ ჰუმანიტარული მოწოდებით მიმართა სინდისისა და საღი აზრის მქონე ადამიანებს, რათა დაასრულონ სისხლისღვრა და დაასრულონ ტრაგედია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქი კვლავ მძიმე არტილერიისა და სარაკეტო ცეცხლის ქვეშაა, გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად.
ასევე ხაზგასმულია ჰუმანიტარული დახმარების სრული არარსებობა: სუვეიდა უკვე ათი დღეა, რაც დამთრგუნველი ალყის ქვეშაა და შვების ნიშნები არ ჩანს.
მანამდე, მჟკ-მა დაწერა, რომ სირიაში ქრისტიანების მკვლელობისკენ მოწოდებული ბროშურები გამოჩნდა.