სომხური ეკლესიის დაპატიმრებულმა მთავარეპისკოპოსებმა შიმშილობა გამოაცხადეს
დაკავებულმა სომეხმა მთავარეპისკოპოსებმა გალსტანიანმა და აჯაპახიანმა შიმშილობა გამოაცხადეს.
სომხეთში დაკავებულმა სომეხმა მთავარეპისკოპოსებმა ბაგრატ გალსტანიანმა და მიქაელ აჯაპახიანმა შიმშილობა გამოაცხადეს. ამის შესახებ აჯაპახიანის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იუწყება სომხეთის Sputnik.
„5 ივლისს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ერთდღიან შიმშილობას ვაცხადებთ და ვგმობთ ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარე არაკონსტიტუციურ პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს სომხეთში დააკავეს ოპოზიციური მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ლიდერი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატი. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ სასულიერო პირი და მისი თანამოაზრეები ქვეყანაში ტერორისტული აქტების ორგანიზებას გეგმავდნენ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით.
აჯაპახიანი მეორე დღეს დააკავეს. სასულიერო პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მას ბრალი ედებოდა ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, სუვერენიტეტზე უარის თქმისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯაროდ მოწოდებაში.