პაპმა ლეომ უკრაინაში ომს „უაზრო“ უწოდა
პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის იზიარებს უკრაინელების ტკივილს მსხვერპლთა და პატიმართა გამო.
პაპმა ლეომ უკრაინაში ომს „უაზრო“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებმა ღვთის მადლს უნდა ენდონ.
„მინდა გამოვხატო ჩემი სიახლოვე ტანჯული უკრაინის, ბავშვების, ახალგაზრდების, მოხუცების და განსაკუთრებით იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც გლოვობენ თავიანთ ახლობლებს. ვიზიარებ თქვენს ტკივილს ამ უაზრო ომის პატიმრებისა და მსხვერპლის გამო“, - წერს პაპი თავის გვერდზე X-ში. მისი თქმით, უკრაინელების რწმენა „მკაცრ გამოცდას გადის“.
„რწმენა არ ნიშნავს ყველა კითხვაზე პასუხის ქონას, არამედ იმის ნდობას, რომ ღმერთი ჩვენთანაა და გვაძლევს თავის მადლს, რომ ის იტყვის ბოლო სიტყვას და სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს“, - ხაზგასმით აღნიშნა პაპმა.
ადრე მჟკ-მა დაწერა, რომ პაპ ლეომ პუტინთან საუბარი გამართა.