პირეის მიტროპოლიტი: ფილარეტის და მალეტიჩის აღდგენა არაკანონიერია
მიტროპოლიტმა სერაფიმემ განაცხადა, რომ კს უმე-ს და უამე-ის წევრების რეაბილიტაცია კანონიკური დარღვევებით და მათი მხრიდან სინანულის გამოხატვის გარეშე მოხდა.
პირეის მიტროპოლიაში მიმდინარე საღვთისმეტყველო კონფერენციაზე პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ თავის მოხსენებაში ვრცლად განიხილა კანონიკური დარღვევები უკრაინის განხეთქილების სტრუქტურების ლიდერთა აღდგენის პროცესში. მეუფემ ბათილად მიიჩნია ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მელიტიჩისა და მათი სამღვდელოების რეაბილიტაციის გადაწყვეტილებები. ამის შესახებ იუწყება მჟკ-ს კორესპონდენტი. კონფერენციის ტრანსლირება მიმდინარეობდა საბერძნეთის მჟკ-ს იუთუბ-არხზე.
„მსოფლიო საპატრიარქომ კანონიკური წესით აღადგინა საეკლესიო განხეთქილების ყველა ეს დაჯგუფება თავიანთ ლიდერებთან ერთად, რომელთა კანონიკური მდგომარეობა აღიარა საბერძნეთის ეკლესიამაც, ამ საკითხზე კენჭისყრის გარეშე“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა სერაფიმემ, როდესაც ის გადაწყვეტილების მიღების პროცედურას აკრიტიკებდა.
მეუფემ დაწვრილებით ისაუბრა უკრაინის განხეთქილების საკვანძო ფიგურების კანონიკური ისტორიის შესახებ. ფილარეტ დენისენკო გადააყენეს 1992 წელს ურჩობის გამო, შემდეგ ის იყო ანათემირებული განხეთქილების მოწყობისა და სხვა არაკანონიკური ქმედებების გამო. მეუფემ წაიკითხა კომნსტანტინოპოლის პატრიარქის წერილები, რომლებიც 1992 და 1997 წლებში რმე-ში იყო გაგზავნილი და შეიცავდა მის თანხმობას ფილარეტის გადაყენებასა და ანათემირებაზე. რაც შეეხება მაკარი მელიტიჩს, პირეის მიტროპოლიტმა ხაზი გაუსვა, რომ ის ხელმძღვანელობს საეჭვო წარმომავლობის თვითმარქვია სტრუქტურას.
განსაკუთრებული ყურადღება მეუფემ გაამახვილა იმაზე, რომ აღდგენილი პირების მხრიდან არ ყოფილა სინანულის გამოხატულება. მან ხაზი გაუსვა, რომ, წმინდა მამების ტრადიციის თანახმად, სინანული არის ეკლესიის ერთობაში დაბრუნების აუცილებელი წინაპირობა. „ეკლესიის ერთობაში და წიაღში დაბრუნება გულისხმობს აუცილებელ ღრმა განცდას და სინანულის გულწრფელ გამოხატვას“, - განაცხადა მეუფემ.
პირეის მიტროპოლიტმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ „სინანულის გამოხატვის წინაპირობა არ იცვლება, არ უქმდება არც ერთი ინსტიტუციური პირის ან საეკლესიო ინსტიტუციური ორგანოს მიერ. არ არსებობს არანაირი იკონომია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს მონანიება“.
მეუფემ აგრეთვე ახსენა საეჭვო პიროვნებები უკრაინელ განხეთქილების მონაწილეთა გარემოცვაში, „მართლამადიდებელ ეპისკოპოს ბიკენტი ჩეკალინის ჩათვლით, რომელიც სასამართლომ პედოფილიაში დაადანაშაულა და მან სასჯელი ავსტრალიაში მოიხადა“.
მიტროპოლიტმა სერაფიმემ გაიხსენა, რომ თავად მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ 1992 წლის წერილში აღიარებდა მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ფილარეტის გადაყენების კანონიერებას და მოუწოდებდა გაეწყვიტათ მასთან საეკლესიო ურთიერთობა. 1997 წლის წერილში ფილარეტის ანათემირების შესახებ პატრიარქი წერდა: „მივიღე რა შეტყობინება ანათემირების შესახებ, ვატყობინებთ ტახტის იერარქიას და მოვუწოდებთ, რომ გაწყვიტოს მასთან ყველანაირი საეკლესიო ურთიერთობა“.
მეუფემ ხაზი გაუსვა თავად აღდგენის პროცედურის კანონიკურ პრობლემატიკას. მისი სიტყვებით, საეკლესიო სამართლის თანახმად, პატრიარქთა სინოდების გადაწყვეტილებები შეიძლება გადაიხედოს მხოლოდ მსოფლიო სინოდის და არა სხვა საპატრიარქო სინოდის მიერ. „მოსკოვის საპატრიარქოს გადაწყვეტილებების შემდეგ, მხოლოდ მსოფლიო სინოდს აქვს კანონიკური უფლება განიხილოს ბერ ფილარეტ დენისენკოსა და სხვათა საქმეები“, - დაასრულა მიტროპოლიტმა.
საბოლოოდ, პირეის მიტროპოლიტის აზრით, „გადაწყვეტილებები უკრაინის გაუქმებული, ანათემირებული და არახელდასხმული ორი სქიზმატური სტრუქტურის აღდგენაზე მთლიანად გაბათილებული უნდა იყოს“. ეს, თავის მხრივ, იწვევს თავად მეუ-ს ავტოკეფალიის მინიჭების ბათილად ცნობას, რადგან ის „არარსებულ კანონიკურ ეკლესიას“ მიენიჭა.
მიტროპოლიტმა სერაფიმემ მოუწოდა, რომ უკრაინის საკითხი განიხილებოდეს სრულიად მართლმადიდებლურ დონეზე და ხაზი გაუსვა კანონიკური ნორმებისა და წმინდა მამათა ტრადიციების დაცვის აუცილებლობას ამ სერიუზული საეკლესიო საკითხების განხილვის დროს.
მანამდე მჟკ წერდა, რომ საბერძნეთში მიმდინარეობს კონფერენცია, სადაც განიხილება მეუ-ს პრობლემა.