ნიდერლანდებში კათოლიკური ეკლესია საცურაო აუზად გადაკეთდება
რემონტის პროექტს ცინიკური სახელი „წმინდა წყალი“ მიენიჭა.
ეკლესია 100 წელზე მეტი ხნის წინ აშენდა, მაგრამ 2023 წელს დაბალი დასწრების გამო წირვა შეწყდა. კონკურსში გაიმარჯვეს არქიტექტურულმა ფირმებმა MVRDV და Zecc Architecten და სამშენებლო სამუშაოები 2027 წელს დასრულდება.
რემონტის პროექტს ცინიკური სახელი „წმინდა წყალი“ მიენიჭა. ეკლესიის სკამები მოცურავეების სკამებად გადაკეთდება, ხოლო ყოფილი ამბიონი მაშველების ზონად.
„ცარიელი ეკლესიების რაოდენობა იზრდება, ამიტომ უნდა მოვიფიქროთ ახალი, კრეატიული იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს შენობები“, - ამბობს ვინი მაასი, MVRDV-ის დამფუძნებელი.
„რატომ არ უნდა დავუბრუნოთ ამ ეკლესიებს თავიანთი სოციალური ფუნქცია, როგორც ისინი ოდესღაც იყვნენ?“ - ამბობს ის. „ამისათვის საზოგადოებრივი საცურაო აუზი იდეალურია. წარმოიდგინეთ, რომ ზურგზე ტივტივებთ და ეკლესიის სარდაფსა და ვიტრაჟებს გადაჰყურებთ“.
მჟკ ადრე წერდა, რომ ჰოლანდიაში ეკლესიებს ბარებსა და წიგნის მაღაზიებს უთმობენ.